ოთარ კობერიძე

movies.info.ge განვლილი ცხოვრების, განსახიერებული როლებისა და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრა ცნობილ მსახიობს ოთარ კობერიძეს:

 

 ბატონო ოთარ, ვინ გაზიარათ შემოქმედებას?

 1947 წელს, როდესაც დავბრუნდი ჯარიდან მივიღე წერილი, შესანიშნავი რეჟისორი სერგო ჭელიძისაგან: ”ოთარ, შვილო, ,შენი ეგრე ყოფნა, ეს ღალატია ხელოვნებისა, არ შეიძლება შენი აღნაგობის ადამიანი არ იყოს მსახიობი, ჩამოდი ჩემთან შვილო მე მოგიძებნი რაიმე ადგილს.” დავადე თავი და ჩავედი სოხუმის თეატრში. დასმა ძალიან კარგად მიმიღო. 3 თვის მანძილზე მხოლოდ მასიურ სცენებში ვიღებდი მონაწილეობას, შემდეგ ეპიზოდი... ორი სიტყვა... სამი სიტყვა... და ორ წელიწადში წამყვანი მსახიობი გავხდი. სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობდა. იქ მოღვაწეობის დროს გავიცანი უამრავი აფხაზი მსახიობი, რომლებიც ჩვენთან ერთად სპექტაკლებში მომაწილეობდნენ და ქართულადაც ბრწყინვალედ ლაპარაკობდნენ. სამწუხაროდ შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩამოვიდა ორი ახალი რეჟისორი რუსეთიდან, ისინი უკვე დაქოქილები იყვნენ აურზაურისათვის, და ჩამოაგდეს  შუღლი, გაუგებრობა, ინტრიგები და რაც მთავარია ბატონ სერგოს ებრძოდნენ. სამწუხაროდ მიაღწიეს თავისას და გამოგვყარეს დიდი თეატრიდან და გაგვიშვეს პატარა შეუმჩნეველ თეატრში. მე ვწუხვარ მაგრამ 1955 წელს მე იქიდან საბოლოოდ წამოვედი, შემდეგ აირდაირია ყველაფერი და საუბედუროდ დღემდე ასე გრძელდება. უცნაური ის არის, რომ მე დამყვა რაღაც უფლის ძალა, რამაც ხელოვნებაში ბოლომდე გამატარა, გამხადა პროფესიონალი, მაგრამ დამაკლო კიდევაც, მე არ მაქვს საშუალება იმისა რომ ჩემი თავი რაღაცნაირად გამოვაჩინო, ვიღაცის გვერდით, რაღაც ვთქვა ამ მთავრობაში ისეთი რომ ყველამ დამინახოს. უფალმა დამაყარა ღირსების შენახვის დიდი ძალა, რაც მე გამომადგა ჩემს ცხოვრებაში.  ამიტომ არის რომ გაჩნდა ძალიან ბევრი ვარსკვლავი, რომლებსაც თეატრის წინ გაუკეთეს ვარსკვლავაბი და ყველა მათ ფეხს აბიჯებს, ჩემთან არავინ არ მოსულა, ერთხელ იყო ამაზე საუბარი და მითხრეს ბატონო ოთარ თქვენც უნდა გაგიკეთოთ ვარსკვლავი, „არ გაბედოთ არ გაბედოთ იცოდეთ! ჩემი ვარსკვლავი ზევით არის და მას ფეხს ვერავინ ვერ დაადგავს“,  გაუკვირდათ ეს რა კარგი რაღაც თქვიო. 

 

ბატონო ოთარ თქვენზე ამბობენ დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზღვრებს გარეთაცო. რას იტყვით ამაზე?

1965 წელი იყო, მიწვეული ვიყავი „კანის კინოფესტივალზე“, კარგ ფორმაში ვიყავი მაშინ, ვემზადებოდი ვეფხვებთან სათამაშოდ, დამდევდა ერთი ვიღაც, ამხედავდა ჩამხედავდა და მერე თარჯიმანის მეშვეობით მითარგმნა, რომ ჩემი რეჟისორი გაგიჟდა თქვენზე, რომ გნახათ და 7 სერიან ფილმში უნდა თქვენი გადაღებაო. ეხლავე მე მაქვს კონტრაქტი, 3 მილიონიანი  და უნდა გადაგიღოთო. მე ვუთხარი ძალიან კარგი. იქ არის საჭირო ცხენზე ჯდომა, მანქანის და მოტოციკლეტის ტარება, ჭიდაობა, ბოქსი, ეს ყველაფერი მე შემეძლო. „რათქმა უნდა შემიძლია” -  ვუთხარი,  ხო და ეგ გვჭირდება ზუსტადო, მე ვუთხარი დავრეკავ  ახლა მოსკოვში და  ვკითხავ, „და რას შეეკითხებით? რა უნდა კითხოთ თქვენ არტისტი ხართ ესეთი დიდი არტისტი და მოსკოვს უნდა კითხოთ?”, ეგ თქვენი ნება არიო მოაწერეთ ხელი, 3 მილიონი თქვენია და ორ კვირაში ვიწყებთ გადაღებებსო. თბილისში უნდა წავიდე თქო, „არა გადაღების წინ წასვლა არ შეიძლება! დარჩით ცოტა ფრანგულს გამეცადინებთ”,- მე ვუთხარი ვერ დავრჩები ვიზა..., ვიზას ჩვენ გაგიკეთებთო, ვიფიქრე ეხლა რომ დავრჩე აქ, ჩემი ოჯახი აირ-დაირევა, იტყვიან ოთარ კობერიძე მოღალატეა, ვუთხარი უნდა ჩავიდე თბილისში და მერე ვნახავ თქო. კარგით კარგითო, წავიდნენ, წავიდნენ და წავიდნენ. ე.ი. ცხოვრებაში მე მქონდა ძალიან ბევრი საინტერესო მონაკვეთი, მაგრამ ოჯახის და ერის სიყვარულმა არ გამაბედინა, თორემ ეხლა ვიქნებოდი მილიარდელი, მილიონერი მაინც. მე ჩემი ლია მეუბნებოდა, ”წასულიყავი ოთარ, ეხლა მეც ხომ წამიყვანდი და ვიქნებოდით ბედნიერად” ასე დავრჩით მე და ლია აქ და ზოგჯერ არც გვიხსენებენ ხოლმე.

 

ბატონო ოთარ, თქვენზე ამბობენ, რომ არასოდეს გყოლიათ დუბლიორი და კასკადიორი,  ყველა სცენაში თქვენ თვითონ იღებდით მონაწილეობას...

ნამდვილად. მე ბავშვობიდან ვემზადებოდი ჭიდაობაში, კარატეში, სცენაზე დგომაში, ფარიკაობაში და ყოველთვის ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ეს აუცილებელი იყო. მაშინდელი ლენინგრადიდან მივიღე წერილი, რომ მთავაზობენ რუსი მომთვინიერებლის როლს „მარტინოვი“, და მე მეყოლება დუბლიორი და არაფერზე სანერვიულო არ მექნება. საპასუხოდ მე გავაგზავნე წერილი: ”ძალიან გთხოვთ გამომიგზავნოთ სცენარი, რომ მე წავიკითხო და მქონდეს საკუთარი აზრი.” -  წავიკითხე სცენარი და მივწერე - რომ, მომთვინიერებელი უნდა იყოს ქართველი და არა მარტინოვი, რომ მე არ მჭირდება დუბლიორი და ყველაფერს მეთვითონ გავაკეთებ. წაიკითხა რეჟისორმა და თვალებს არ უჯერებდა, იფიქრა ეს არანორმალურიაო, მაგრამ დათანხმდა. ჩამიყვანეს იქ და პირველი დღეა, ვზივარ საგრიმიოროში აბსოლიტურად მარტო, შემომესმა რაღაც უცნაური ფრუტუნი, გავიხედე უკან და რას ვხედავ, ჩემსკენ მოდის ვეფხვი, წყნარად, მშვიდათ დამადო თათები მხრებზე და ამისვა ენა.. ვაიმეე ვიფიქრე.. „вон отсюда!“ ვუთხარი, „вон отсюда!“ გავუმეორე და წავიდა. შემოვარდა რეჟისორი და კონსტანტინოვსკი, კონსტანტინოვსკი იყო ცნობილი მომთვინიერებელი, მაგარი ბიჭი, მან მითხრა: „ну брат, ну браток“, უცბათ რეჟისორმა მითხრა თქვენ დამტკიცებული ბრძანდებითო. ეს იყო პირველი გამოცდა და და მერე გავიგე, რომ ეს ვეფხვი სახელად „იოლკა“ იყო შეჩვეული, (შემდგომში „იოლკა“ ჩემი დაქალი გახდა) მაგრამ შემდეგი ეტაპი იყო როცა მე უნდა შევსულიყავი შეუჩვეველ ვეფხვთან გალიაში, რომელსაც ერქვა „ამბრა“. მომამზადა კონსტანტინოვსკიმ, ამიხსნა, რომ ნერვიულობა არ შეიძლება, ეს ვეფხვმა არ უნდა იგრძნოს, რომ მე მაქვს იარაღი და საჭიროების შემთხვევაში ხახაში უნდა ვესროლო და ა.შ. მაგრამ სად მოასწრებ იარაღის სროლას როცა ერთ გალიაში ხარ ვეფხვთან ერთად.....(ეღიმება). საბედნიეროთ „ამბრასთან“ პირველი შესვლა მშვიდობიანად დამთავრდა, შემდეგ შევეჩვიე იქურობას, იქ მეძინა, იქ ვჭამდი, ჩემი ნაწილი გახდა ის ყველაფერი და „იოლკა“- მ დამაზარალა კიდევაც, ნეკნი გამიტეხა ხუმრობით და რავიცი ათასი ტრამვა მქონდა, მარგამ არასოდეს არ მყოლია დუბლიორი. აი ასე გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და ფილმები.

 

რომელმა რეჟისორმა მოახერხა თქვენი ყველაზე სწორი კუთხით აღქმა ბატონო ოთარ და რომელი იყო თქვენთვის ყველაზე ახლო?

 პირველ რიგში სერგო ჭელიძემ. მე მასზე დასაწყისშიც ვისაუბრე და კიდევ ვიტყვი, რომ ბატონმა სერგომ  ჩემში რაღაც ჩასახა, ის რომ მე შემიძლია გავხდე მსახიობი, და ამისათვის არის თავდაუზოგავი შრომა საჭირო, ასე ვთქვათ მიბიძგა. მეორე იყო ბატონი ლეო ესაკია, რომელმაც დაინახა ჩემი შესაძლებლობები, ათლეტური აღნაგობა, გარეგნობა, და ფაქტურა, მაგრამ ყველა რეჟისორი მაინც თავისთვის ფიქრობდა, ფილმში, რომელშიც მე ვთამაშობდი თითქმის ყველა სურათი გამოდიოდა. მე არასოდეს არ ვთანხმდებოდი გადაღებას, თუ არ ვჭირდებოდი და ამის აუცილებლობა არ იყო. რეჟისორებს ვჭირდებოდი მე და რეჟისორები მჭირდებოდა მე, იმისათვის, რომ მორიგ ფილმში მიმეღო მონაწილეობა. 

 

რამდენ ფილმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

მონაწილეობა მაქვს 80 ფილმში მიღებული, 80 იმიტომ, რომ მე სერიებსაც ცალკე ფილმებად ვთვლი, ვინაიდან ყოველი სერია იყო სრულმეტრაჟიანი და იგი იყო ცალკე ფილმი.

 

ბატონო ოთარ თქვენ ფილმებიც გაქვთ გადაღებული, თანაც საკმაოდ საინტერესო...

დიახ, მე მაქვს 7 ფილმი გადაღებული, მაგრამ ჩემი შვიდი ფილმი ეს იყო ცდა რეჟისურაში და მე არ ვთვლი, რომ რეჟისორი ვარ. ეს იყო ჩემი ჰობი და უბრალო სურვილი, გადამეცა ახალგაზრდებისათვის ჩემი გამოცდილება. ეს ყველაფერი, კადრის აწყობა, ოპერატორმა კარგად უნდა იცოდეს, მხატვარი პროფესიონალი უნდა იყოს და რეჟისორმა უნდა შეკრას. მე ვგულისხმობ უამრავი რეჟისორის შემთხვევაში, თორემ გენიოსებთან ყველაფერი სხვაგვარადაა. მე ჩემ ფილმებს ჩემებურ ინტერპრეტაციას უკეთებდი და რაღაცა გამოდიოდა. მაგალითად ”ვინ არის მეოთხე”მოსკოვში გავიდა და საკმაოდ დიდი ფულიც მოიგო. 

 

 რომელი როლი იყო თქვენთვის ყველაზე ახლო და დამამახსოვრებელი?

დავიწოთ იქიდან, რომ მე არ ვთანხმდებოდი როლზე თუ ის ჩემთვის ახლო არ იყო. მე ვერიდებოდი უარყოფითი როლების თამაშს, ვინაიდან მე ყოველთვის ვასახიერებდი გმირს და ასეთი გარემოცვა მქონდა. ჩემგან ყოველთვის გმირულ საქციელს მოელოდნენ, ის კი არა, როდესაც სხვისი შვილები ვითამაშეთ, უამრავი წერილი მომივიდა - ”ბატონო ოთარ, რატომ ითამაშეთ ასეთი როლი, თქვენ ხომ ჩვენი გმირი ხართ?” და შემეშინდა არ დამეღუპოს მთელი ჩემი სახელი თქო.(იცინის) მე არასოდეს არ ვყეყეჩობდი და არ ვტრაბახობდი იმით, რომ ამდენ როლზე მეძახდნენ, არ არის ეს ჩემი ჩვევა, მე ყოველთვის მქონდა ჯანსაღი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, და დღემდე ასე გრძელდება. ამდენი წლის ვარ და ვერ დავბერდი, ჯანდაბა ჩემს თავს (იღიმის)

 

მაინც ბატონო ოთარ, იქნებ რომელიმე როლი გამოარჩიოთ...

 პირველი რათქმა უნდა ბაში-აჩუკი, რომელმაც გამხადა გმირი, ბაში-აჩუკი და მამლუქი. რა უცნაურია, რომ ამ ორმა მოხუცმა, ბატონმა დავით რონდელმა და ლეო ესაკიამ ორი ეროვნული ფილმი შექმნეს, რომელიც დღესაც ცოცხლობს და ამაყია. „კანის ფესტივალზე“ მონაწილეობა მიიღო, გერმანიაში ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო, მეტი რა ექნათ.

 

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ბატონი  დავით რონდელი?

 რონდელი იყო განათლებული კაცი, საოცრად განათლებული, ბრძენი და იუმორი ქონდა საოცარი. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით, ვსაუბრობდით, უამრავი ლიტერატურა წამაკითხა მამლუქებზე.

 

თქვენ მიხეილ კალატოზიშვილთანაც გიმუშავიათ და იქნებ რამე გაიხსენო.

კალატოზიშვილმა ჩემში ძალიან ბევრი რამ დატოვა, როგორც რეჟისორმა. ძალიან საინტერესო მუშაობის მანერა ქონდა, ძალიან დიდი სიღრმე მუშაობის პროცესში. სხათაშორის ძალიან გონიერი ადამიანი იყო, არამარტო რეჟისურაში არამედ თავისი მოღვაწეობით. მასთან მუშაობის დროს გავიცანი უამრავი ნიჭიერი ადამიანი, ფინჩი, კლაუდია კარდინალი, მარიო ადორფი და კიდევ ბევრი, რომლებთანაც კარგა ხანს მქონდა მიმოწერა.

 

თეატრი თუ კინო?

ეს არის ორი განსხვავებული სფერო, თავისი სპეციფიკით, სამსახიობო შესრულებით, წყობით, დამოკიდებულებით. თეატრი თუ კინო? (ფიქრობს) მე თეატრშიც და კინოში ყოფნამ მასწავლა განსხვავება, მე მიშველა თეატრში მუშაობის პროცესმა. მე თეატრში არმითამაშია, მე კინოში არ მითამაშია. მე თეატრში და კინოში როლებს ვასახიერებდი, ამას თამაში არ ეთქმის. სამწუხაროდ უამრავი მსახიობი თამაშობს. თუ არ არის სიღრმე, თუ არ გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, თუ გული არ აგიჩქარდა, არაფერი გამოვა. მე არ ვიტყვი, რომ მსახიობი ვარ, რადგანაც ეს არის დაუსრულებელი პროცესი, შემოქმედება მარადიულია ის ერთ ადგილას არ ჩერდება. ეს არის ჭა საიდანაც უნდა ზიდო უამრავი ემოცია და შეიძლება ამისათვის დრო არ გეყოს.  მე მახსენდება ჟორა შავგულიძე „კოლმეურნეობის თავჯდომარე“ - ში, ეს იყო რაღაც საოცრება, მოვლენა კომედიური მსახიობისა. ის იყო გენიალური და ძალიან ბევრი ქონდა ნაზიდი ჭიდან.

 

და მაინც...?!

ვიმეორებ, ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მეორეს კვებავს, ეს არის ჯაჭვი, მე ამას ვამბობ მაღალი პოზიციიდან, მაგრამ მაინც ვიტყვი, თეატრში მუშაობის პროცესი უფრო ღრმაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კინოში ზერელეა, არა უბრალოდ კინოში ამ სიღრმეებს უფრო მოკლე ხანში უნდა მოერგო. კინოში ბევრი საშუალებაა, მონტაჟი დუბლი და ა.შ.

 

დაბოლოს თქვენ თუ გაქვთ რაიმე განუხორციელებელი ოცნება, რეჟისურის თვალსაზრისით ანდაც სცენარის?

რაც შეეხება განუხორციელებელ გეგმას, მე უკვე კარგა ხანია, დაახლოებით 5 წელია, რაც ვფიქრობ ”დავით აღმაშენებელი” - ს ეკრანიზაციას. „ჩვენი მფარველი მეფე, დავითი“, მე სულ ვფიქრობდი რას აკეთებდა ცხოვრების პირველ ნახევარში. მოვიძიე მასალა „ქართლის ცხობრ